четверг, 17 декабря 2009 г.

  1. პროექტის სახელი: ქველმოქმედება.
  2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:მოსწავლეები მართავენ საქველმოქმედო აქციას მათხოვარი ბავშვების დასახმარებლად.
  3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოინახულებენ ქუჩაში სამათხოვროდ გამოსულ ბავშვებს და ესაუბრებიან მათ.ისინი აგროვებენ ინფორმაციას მათი ოჯახისა და საცხოვრებელი პირობების შესახებ.მოსწავლეები ცდილობენ მათხოვრების დარწმუნებას,რომ მათთვის აუცილებელია დაწყებითი განათლების მიღება და სთავაზობენ დახმარებას. აგრეთვე უხსნიან, რომ ჯანმრთელი ადამიანისათვის მათხოვრობა და ქურდობა დამამცირებელია, ხოლო შრომა არ არის სათაკილო.მოსწავლეები სკოლაში აგროვებენ შემოწირულობას და უახლოეს დღესასწაულზე საჩუქრებს და ტკბილეულს ურიგებენ მათ.
  4. მონაწილეთა ასაკი:14- 15 წელი.
  5. ვადები/ხანგრძლივობა:
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლსაში: იმართება დისკუსია- მოსწავლეები მსჯელობენ ქუჩაში მათხოვრების მომრავლების მიზეზებზე, ბავშვთა უფლებების შელახვასა და ამ პრობლემის მოგვარების გზებზე.
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:საქველმოქმედო აქცია მთელ სკოლაში.
  8. სარგებელი სხვებისთვის:მოზარდები სწავლობენ ქველმოქმედებას და თანადგომას და მთელ საზოგადოებას აძლევე ამის მაგალითს.
  9. სამუშაო ენა:ქართული.
  10. სხვა სკოლები არ მონაწილეობენ.
  11. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:სამოქალაქო განათლება.
  12. პროექტის ფასილიტატორი: ნინო გიორგაძე.
  13. ფასილიტატორის ელ. ფოსტა: ninigiorg.
  14. პროექტის ფორუმი:
  15. პროექტის ვებ- გვერდი/ ბლოგი: giorgadze.blogspot.com